რუსეთი მის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) მართლადიდებლური ტაძრების აშენებას გეგმავს. აღნიშნული ინიციატივის განხორცილების შესახებ, რუსულმა მართლმადიდებლურმა ტელეახმა “სპას”-მა ტაძრის მაკეტის შექმის შესახებ კონკურსი უკვე გამოაცხადა.
“აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დიდი რაოდენობით ცხოვრობენ რუსი ეროვნების მართმადიდებელი ადამიანები. ამას გარდა, უახლოეს დროში ამ ორ რესპუბლიკაში რუსული არმიის გარნიზონები მუდმივ საფუძველზე განთავსდებიან. ამიტომაც, თითოეულ რესპუბლიკაში თითო მართლმადიდებლური ტაძრის აგება, ვფიქრობთ, სრულიად ლოგიკური იქნებოდა”, - ნათვამია ტელეარხ “სპას”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე, ანუ 6 თვეში მიიღება არქტიტექტორთა მიერ შედგენილი ტაძრის ესკიზები. ამ დროის განმავლობაში კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტაძრების ასაშენებლად ადგილები შეიჩევა.
“საბოლოო გადაწყვეტილებას გამოცხადებული კონკურსის შედეგების მიხედვით რუსეთის საპარტრიაქოში შექმნილი სპეციალური კომისია მიიღებს. გადაწყვეტილების მიღებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ცხუმ-აფხაზეთისა და ალანიის ეპარქიის წარმომადგენლები და რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადო მოღვაწები. სწორედ ეს კომისია გაუწევს მეთვალყურეობას ტაძრების აგების პროცესს”, _ ნათქვამია განცხადებაში.
რუსული ტელეარხი ასევე იუწყება, რომ რუსული მედიით ფართოდ გაშუქდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტაძრების მშენებლობის ყველა ეტაპი - კონკურსის გამოცხადებიდან დაწყებული და ტაძრების კურთხევით დამთავრებული.
|