ქრისტიან-დემოკრატებმა“ დღევანდელი რადიკალიზმით პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის გაკვირვება გამოიწვიეს.
ოპოზიციონერი კოლეგის ლევან ვეფხვაძის განცხადების მოსმენის შემდეგ ბაქრაძემ არ დამალა, რომ ~ასეთი განცხადება არ გაუკვირდებოდა იმ რადიკალური ოპოზიციური ფრთისგან, რომელიც პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს“.
ბაქრაძის გაკვირვება ვეფხვაძემ განცხადების იმ ნაწილით გამოიწვია, რომელშიც ”აჭარაში საარჩევნო ხმების მოსავლის აღების დაწყებაზე“ საუბრობდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, „3 ნოემბრის არჩევნების სამართლიანად, დემოკრატიულად და ორგანიზებულად ჩატარება ხელისუფლების მთავარი ამოცანაა და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც კანონს დაარღვევს“.
”ამ არჩევნებთან დაკავშირებით არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშანი, თუ რა სახელმწიფოა საქართველო და საითკენ მიდის იგი”- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
|