საქართველოს პრეზიდენტი წეროვანს ესტუმრა.
მიხეილ სააკაშვილმა მშენებარე ქალაქი დაათვალიერა.
წეროვანში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულთათვის ქალაქი შენდება.
პრეზიდენტის თქმით, წეროვანში აშენდება 2000 სახლი, სკოლა, ბაგა - ბაღები და მცირე საწარმოები, მათ შორის ქაღალდის კომბინატი. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დაზარალებული მოსახლეობისთვის საერთო ჯამში 4490 ახალი სახლი შენდება, ხოლო 1576 – აღდგება.
პრეზიდენტის თქმით, 15 დეკემბრისთვის საქართველოში ომით დაზარალებული არც ერთი უსახლკარო ადამიანი არ უნდა იყოს. "18 თვეში ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლებს, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ომამდე ჰქონდა.”
წეროვანში საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკაზეც ისაუბრა.
მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში ომის შემდეგ შექმნილი ეკონომიკური სირთულეები ათმაგად გააღრმავა.
მიუხედავად არსებული კრიზისისა , როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეფექტური მთავრობა ჰყავს და ქვეყანას აქვს შანსი, სწრაფად დაძლიოს სირთულეები.
|