Главная » 2008»ოქტომბერი»7 » გალის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს
გალის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს
15:07
გალის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე ედიშერ ცომაია წუხელ გალის ცენტრალურ უბანში, ოქუმის ქუჩაზე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.
როგორც აფხაზეთის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა რაულ ქირიამ განაცხადა, წინასწარი
ინფორმაციით, ედიშერ ცომაია სეპარატისტებს შორის შიდა დაპირისპირებას ემსხვერპლა. ბოლო დღეებში გალის რაიონში დაძაბულობა და შიდა დაპირისპირება გაიზარდა, რის შედეგადაც უკვე რამდენიმე აფხაზი პოლიციელი და რიგითი მოქალაქე დაიღუპა.