ეუთო-ს მისია საქართველოში 3 ოქტომბერს ცხინვალის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ტერი ჰაკალამ ოსური მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მანქანა, რომელიც 3 ოქტომბერს ცხინვალის ცენტრში აფეთქდა, ეუთო-ს მისიის კოლონის შემადგნელობაში გადაადგილდებოდა, აბსურდული უწოდა და მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი ბრალდებებისგან, რადგან ისინი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და ამავდროუალდ ეუთო-ს მისიის მუშაობას ხელს უშლის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “გაზეტა.რუ”-მ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ანონიმ ჩინოვნიკზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მანქანა, რომლის აფეთქების შედეგად 3 ოქტომბერს ცხინვალში რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ, ეუთოს ავტოკოლონის შემადგენლობაში გადაადგილდებოდა.
|