რუსეთის საზოგადოებრივი პალატა კონფლიქტის დარეგულირების კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის რუსეთის საზოგადოებრივი პალატა და მისი წევრი, ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო კონფლიქტის დარეგულირების კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
რუსი საზოგადო მოღვაწეები დღეს გამართულ მრგვალ მაგიდაზე დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების ინიციატივითაც გამოვიდნენ. ეს ეხება როგორც ქართველ დაზარალებულებს, ასევე ოსი ეროვნების დევნილებსაც.
საზოგადოების პალატის წევრების განცხადებით, ამ ეტაპზე 34 ათასი დევნილია და სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა და დაბინავება.
პალატის წევრების განცხადებით, მათ უნდა ითანამშრომლონ ქართული კულტურის წარმომადგენლებთან და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რათა ერთობლივად შეძლონ პოლიტიკურ პრობლემებთან ბრძოლა
|