დაახლოებით 40 000 დევნილს შეუძლია სახლებში დაბრუნება სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მას შემდეგ, რაც იქიდან რუსული ძალები გავიდნენ, განაცხადა დეპუტატმა კობა სუბელიანმა მმართველი პარტიიდან.
მისი თქმით, ”სახლების მხოლოდ მცირე პროცენტია მთლიანად განადგურებული”.
”ბევრი სახლია, რომელსაც შეკეთება სჭირდება და ჩვენ ამას გავაკეთებთ; ეს არ არის ძალიან რთული ამოცანა,” - განაცხადა სუბელიანმა.
”დაზიანება [სახლების] უფრო ნაკლებია, ვიდრე ველოდით; ჩვენ უფრო დიდ დაზიანებებს ველოდით,”- დასძინა სუბელიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ქართული პოლიციაა პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე რეგიონში და დასძინა, რომ ამჟამად დაბრუნება უსაფრთხოა.
იმავდროულად, ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოაქვეყნა 52 სოფლის სია, სადაც, მისი თქმით, შესაძლებელია ამ ეტაპზე დაბრუნება. სამინისტროს განცხადებით, თბილისის მერიამ უზრუნველყო ავტობუსები ამ სოფლებში დევნილების გადასაყვანად.
|