შაბათი, 21.12.2024, 18:54
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 10 » რუსული ჯარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ბოლომდე არ ტოვებს
რუსული ჯარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ბოლომდე არ ტოვებს
17:47
უკანონო რუსული საგუშაგოებისგან გათავისუფლებულ შიდა ქართლის სოფლებში დევნილთა დაბრუნება გუშინვე დაიწყო.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, “კარვების ქალაქიდან” და კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან დევნილების გორის რაიონის სოფლებში დაბრუნება ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით ეტაპობრივად ხდება.

დევნილების დაბრუნება თბილისიდანაც მოხდება და ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. ქართულ სოფლებში გუშინ დილიდან ზარალის დამთვლელი სპეციალური ჯგუფები შევიდა. აღნიშნული ჯგუფები სამართალდამცავების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული. ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენისთანავე ოპერატიულად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

ამის პარალელურად ქართულ სოფლებში უკვე დაწყებულია განაღმვითი სამუშაოები. პროცესის სწრაფად დასრულების მიზნით ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდაცვის სამინისტროს სთხოვა გამნაღმველთა დამატებითი ჯგუფების გაგზავნა.

შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი გორის რაიონის ყველაზე მეტად დაზრალებულ სოფლებში კარალეთში, ტყვიავში, ერგნეთსა და ნიქოზში ჩავიდა და ადგილზე ნახა არსებული ვითარება. გუბერნატორი მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

“2 დღეში მოხდება ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა, რის შემდეგაც დაიწყება დაზიანებული სახლების აღდგენითი სამუშაოები, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობა იქნება ჩართული. ყველა ოჯახს აუნაზღაურდება დანაკარგი”, განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა.

გუბერნატორმა ნიქოზის საკათედრო ტაძარიც მოინახულა, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად დაზიანდა. ყველაზე მეტად დანგრეულია მეუფის რეზიდენცია, სადაც 32 ჭურვია ჩამოვარდნილი. ვარძელაშვილი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მთავარეპისკოპოსს მეუფე ისაიას დახმარებას დაჰპირდა.

აღნიშნულის მიუხედავად, 10 ოქტომბრისთვის შიდა ქართლის გარკვეული ტერიტორიები კვლავ ოკუპირებული რჩება.

დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობებს ისევ ოსი სეპარატისტები და რუსული საოკუპაციო ჯარები აკონტროლებენ.

დიდი ლიახვის ხეობის ცხრა ქართული სოფელში, პატარა ლიახვის ხეობის ოთხ სოფელში და ფრონეს ხეობის რამდენიმე სოფელში ვერც ერთი ქართველი შესვლას ვერ ახერხებს.

აღნიშნული ტერიტორიების დატოვებაზე რუსული მხარე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

Просмотров: 776 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz