პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის შეფასებით, სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე შეთქმულებების თეორიების ხედვით არის შეპყრობილი.
ამის შესახებ გივი თარგამაძემ ბიწაძის მიერ მომავალი წლიდან მისი უწყების დაფინანსების შემცირების გაპროტესტებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ბიწაძის პროტესტი შეთქმულებების თეორიების ტენდენციის გაგრძელებაა.
დეპუტატმა დასძინა, რომ 2009 წლიდან, ზოგადად, მცირდება თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინიტროების ბიუჯეტები და ამ ფონზე რომ გაზრდილიყო ბადრი ბიწაძის უწყების დაფინანსება, ეს უფრო საკვირველი იქნებოდა. “სხვა მხრივ კი ამაში გასაკვრი არაფერია”, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ და დასძინა, რომ ყველა ძალოვანი სტრუქტურის ბიუჯეტი პროპორციულად მცირდება.
2009 წელის ბიუჯეტის პროექტით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 500 მილიონით ფინანსდება, აქედან სასაზღვრო პოლიციისთვის 4 მილიონ 727 ათასი ლარია განსაზღვრული, თუმცა არ არის გამორიცხული ზოგადად ბიუჯეტის პროექტი დონორთა კონფერენციის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
|