Главная » 2008»ოქტომბერი»10 » აშშ საქართველოს შესახებ ინფორმაციას საფრანგეთთან შეაჯერებს
აშშ საქართველოს შესახებ ინფორმაციას საფრანგეთთან შეაჯერებს
17:53
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული შენაერთების გასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ “მე ვიცი, რომ რუსებმა განაცხადეს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება... იმედს ვიტოვებ ხვალ როდესაც იქნება კუშნერის ბრიფინგი მას შესაძლებლობა ექნება უფრო დაზუსტებული ინფორმაცია მოგაწოდოთ გასვლასთან დაკავშირებით. მაგრამ გასვლა პოზიტიურად მიმდინარეობს”.
“მე ვიცი, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი ახლა თბილისშია... ჩვენ გვექნება კონსულტაციები საფრანგეთის მთავრობასთან, რომელიც არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, როგორ აფასებენ ისინი რა გაიგეს მოლაპარაკებებზე და ასევე შევაჯერებთ ჩვენს ინფორმაციას მათ ინფორმაციასთან”, დასძინა მან.