ოსი სეპარატისტების ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუსი “სამშვიდობოები” დააჯილდოვა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ბრძანების საფუძველზე რუს “სამშვიდობოებს” მედლები “მამულის დამცველი” და “სამხრეთ ოსეთში მშვიდობის სადარაჯოზე სამსახურისთვის” გადაეცათ.
ჯილდო 54 რუს “სამშვიდობოს” გადაეცა. გარდა ამისა, 23-მა “ცისფერჩაფხუტიანმა” საპატიო სიგელი მიიღო.
მედლით “მამულის დამცველი” სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ორი რუსი ოფიცერი, რომელიც 3 ოქტომბერს ცხინვალის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
შეგახსნებთ, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსი სამხედროები რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა “მამაცობისა და გამოჩენილი თავდადებისთვის” დააჯილდოვა.
|