რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საკუთარი სამხედრო კონტინგენტის განლაგებას შეუდგა.
აღნიშნულ “რესპუბლიკებში” სამხედრო კონტინგენტის განლაგება რუსეთს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
სააგენტო “ინტერფაქსის” ინფორმაციით, აღნიშნული “რესპუბლიკების” ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და რუსული სამხედრო ბაზების მატერიალურ-ტექნიკური ქონება, ასევე სამხედრო ობიექტებისთვის აუცილებელი ყველა ინფრასტრუქტურა განლაგდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თითოეულ “რესპუბლიკაში” 3800 რუსი სამხედრო განლაგდება.
|