შაბათი, 21.12.2024, 19:27
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 10 » პარლამენტი დღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს” მესამე მოსმენით განიხილავს
პარლამენტი დღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს” მესამე მოსმენით განიხილავს
17:48
პარლამენტი დღეს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს” მესამე მოსმენით განიხილავს და საბოლოოდ დაამტკიცებს კიდეც.

კანონპროექტში რამდენიმე მუხლი ჯერჯერობით კვლავ დასახვეწი რჩება, რაზეც კონსულტაციები გრძელდება. ღიად დარჩენილი მუხლები შეთანხმებული სახით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი.

კანონპროექტი ითვალისწინებს რუსული არმიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისთვის სამართლებრივი სტატუსის და სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრას, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე გავრცელდება. ეს სტატუსი ვრცლდება ასევე შავი ზღვის აკვატორიის იმ მონაკვეთზე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიას ესაზღვრება.

აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლების, სამეწარმეო საქმიანობისა და თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას. პროექტის მიხედვით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევისთვის სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება.

ამასთან, კანონპროექტი არალეგიტიმურად აცხადებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც შექმნილი არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის სრულად აღდგენამდე გაგრძელდება.

Просмотров: 765 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz