ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:38
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 10 » აშშ გაეროში “მარიონეტების მოყვანაზე” უარს აცხადებს
აშშ გაეროში “მარიონეტების მოყვანაზე” უარს აცხადებს
17:47
აშშ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და მომავალშიც არ დაუშვებს გაეროს უშიშროების საბჭოზე “მარიონეტების” გამოჩენას, განაცხადა გუშინ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადემ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისთვის ამერიკის მიერ ვიზების არ გაცემის და უშიშროების საბჭოს მიერ სადამკვირვებლო მანდატის შესახებ საქართველოს ხსენების გამორიცხვის შესახებ კითხვაზე პასუხისას, იუწყება სააგენტო “რია ნოვოსტი”.

ხალილზადემ ასევე განაცხადა, რომ ამერიკულმა დელეგაციამ რეგიონში გაეროს სადამკვირვებლო მისიის დასახელების შეცვლა არ დაუშვა.

თუმცა, რეზოლუციის ტექსტში დაფიქსირებულია ცვლილება: მანამდე ხსენებული “საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის” ნაცვლად ამჟამინდელ რეზოლუციაში მოხსენნებული “გაეროს მისია”, ყოველგვარი გეორგრაფიული დასახელებების გარეშეა.

“ჩვენ თავიდანვე აბსოლუტურად ნათლად ვაცხადებდით, რომ არ მოხდება არანაირი სახელწოდების (გაეროს მისიის) შეცვლა, რომ არ იქნება თამაში, რომელიც მარიონეტებისთვის უპირატესობას შექმნიდა, (თუ) მათ უშიშროების საბჭოზე წარადგენდნენ”, - განაცხადა ხალილზადემ.

აშშ არ გასცემს ვიზებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებზე. რუსეთი ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან “არიის ფორმულით”, მათი არაფორმალური შეხვედრის წინადადებით გამოდის, რომელიც საბჭოს წევრების ურთიერთობას ითვალისწინებს მათთან, ვინც ოფიციალურად არ წარმოადგენს გაეროს წევრ-სახელმწიფოს.

მანამდე, ხუთშაბათს გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მოსკოვი განაგრძობს მოთხოვნას, რომ ამგვარი შეხვედრა შედგეს.

ხალილზადემ ასევე განაცხადა, რომ აშშ “შეეწინააღმდეგა მისიის სახელწოდების შეცვლას და ამგვარად ახალი წარმონაქმნებისთვის (სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის) სტატუსის წარდგინებას”.

თუმცა, “რია ნოვოსტის” განცხადებით, ჩურკინმა უკვე აღნიშნა, რომ მოძრაობა სახელწოდების ცვლილებისკენ უკვე დაიწყო ხუთშაბათს გაეროს მანდატის ტექნკური გაგრძელების შესახებ რეზოლუციიის მიღებით. “ამ დრომდე მას საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისია ეწოდებოდა. ამჟამად კი სხვა მდგომარეობაა - ეს მისია ორი სახელმწიფოს - საქართველოსა და აფხაზეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე იმოქმედებს”.

“სახელწოდების ცვლილებისკენ მოძრაობის დაწყება დღევანდელი რეზოლუციით მოხდა - რეზოლუციის ტექსტი უკვე არ საუბრობს საქართველოში გაეროს მისიის შესახებ, არამედ, უბრალოდ გაეროს მისიის შესახებ”, - განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.

Просмотров: 804 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz