პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრით სერგეი შამბათი ჩანაცვლებას არ ელის.
როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, ”ბაღაფში წარმატებული ფიგურაა, რის გამოც გავრცელებული ხმები შამბათი მისი შეცვლის შესახებ არარეალურია”.
”სერგეი ბაღაფში მთელ აფხაზეთში წარმატებული ფიგურაა. მისით ყველა აღფრთოვანებულია. ბაღაფში ყველა მითითებას ზედმიწევნითასრულებს, შესაბამისად, არარეალურად მიმაჩნია, რუსეთს მისი ჩანაცვლება სხვა პიროვნებით სურდეს”, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლით ჩანაცვლებას გეგმავს.
|