აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სამშაბათს ხელი მოაწერა ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტს 2009 წლის სამხედრო ხარჯების შესახებ, რომელშიც ჩართულია ნებართვა პენტაგონისთვის 50 მილიონი დოლარის ოდენობის თანხით დახმარებაზე საქართველოს აღდგენაში, გადმოგვცემს ”რია ნოვოსტის” კორესპონდენტი.
”აშშ-ის თავდაცვის მინისტრს მიეცა უფლება 2009 წლის საფინანსო წლის განმავლობაში გამოიყენოს უფლებამოსილებანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის მომსახურების, თავდაცვითი დასახელებების (defense articles) და ფინანსური სახსრების შესათავაზებლად, სახელმწიფო მდივნის შეხედულებისამებრ, საქართველოს სახელმწიფოსთვის აღდგენაში, უსაფრთხოებასა და სტაბილიზაციაში ხელშეწყობის მიზნით”, - ნათქვამია ბუშის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.
მასში ნათქვამია, რომ ”აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის გადაცემული ყველა მომსახურების, თავდაცვითი დასახელებებისა და ფინანსური სახსრების მთლიანი ღირებულება 50 მილიონ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს”.
კანონპროექტზე დართულ ცნობაში ნათქვამია, რომ აღნიშნული დებულება აშშ-ის 2009 წლის თავდაცვის ბიუჯეტში ჩართულია ”დროებითი ზომის სახით, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს აძლევს საშუალებას მხარი დაუჭიროს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მისიის განსახორციელებად სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების სფეროში”.
ბუშის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი აშშ-ის 2009 წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ თავდაცვის საჭიროებებისთვის 600 მილიარდი დოლარის ოდენობის ხარჯებს ითვალისწინებს. თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ცნობით, 2001 წელთან - ბუშის პრეზიდენტობის პირველ წელთან შედარებით, თავდაცვის ხარჯები 2009 წლის ბიუჯეტში თითქმის 74%-ით გაიზარდა.
|