დღეს ჟენევაში კონფერენცია დაიწყება.
დისკუსია რუსეთ-საქართველოს თემას შეეხება.
აშშ-ის, გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები აგვისტოს მოვლენებს განიხილავენ. შეხვედრაში გაერო-ს გენერალური მდივანი პან კი მუნიც მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციაზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები გიგა ბოკერია და გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენენ. საქართველოს მხრიდან ასევე წარმოდგენილი იქნებიან აფხაზეთისა და ცხინვალის ყოფილი ავტონომიური ოლქის ლეგიტიმური სტრუქტურების ხელმძღვანელები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკას მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია, თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე, ცხინვალის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და ერედვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გონერი კაპანაძე.
რუსულმა მხარემ კი დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადეგნლებიც ჩართო დელეგაციაში. მიუხედავათ ოფიციალური თბილისის კატეგორიული წინააღმდეგობისა დისკუსიაში სეპარატისტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
დე ფაქტო დელეგაციას აფხაზეთის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი და ცხინვალის დე-ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ბორის ჩოჩიევი უხელმძღვანელებენ.
დღევანდელი შეხვედრის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაცია იქნება.
”ჩვენი მთავრი მოთხოვნა კონფლიქრტური ზონების დემილიტარიზაცია იქნება. იმედია,ამის საწინააღმდეგო ევროკავშირში საქართველოს მეგობრებს არაფერი ექნებათ.აუცილებელია, მოხდეს კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაცია და ამ ტერიტორიებიდან ყველა დამატებითი შეიარაღებული ძალის გაყვანა, ვინაიდან ამის გარეშე 7 აგვისტოს სტატუს-ქვო, რაც რუსეთის მიერ სარკოზის დოკუმენტის მიხედვით აღებული ვალდებულებაა, ვერ იქნება მიღწეული,“ - განაცხადა ბაქრაძემ.
ჟენევის კონფერენციის შესახებ განაცხადება უკვე გაკეთდა მოსკოვშიც. რუსეთის მთავარი დიპლომატი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად მოსკოვს სურდა აფხაზეთისა და ცხინავლის სტატუსის განსაზღვარა, მაგარამ ეს საკითხი უკვე გარკვეულია.
"თავდაპირველად ჩვენ გვინდოდა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი განგვეხილა, როგორც დიმიტრი მედვედევი და ნიკოლა სარკოზი შეთახმდნენ. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ეს უარყო. ახლა ჩვენი წინადადება წარსული საქმეა, რამდენადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი რუსეთისთვის ერთხელ და სამუდამოდ გარკვეულია.”
ლავროვის განცხადებით, რუსეთს სურს საუბარი, თუ როგორ შეიძლება თბილისის აგრესიული დარტყმების თავიდან აცილება და ვინ აწვდიდა საქართველოს იარაღს.
"საუბარი ასევე უნდა შეეხოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო უსაფრთხოების ზონებში ევროკავშირის დამკვირვებლების პასუხისმგებლობაზე. მათ უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს არმია ყაზარმებში დარჩეს, როგორც ეს გადაწყვეტილი იყო. და რა თქმა უნდა, მედვედევი-სარკოზის გეგმა დისკუსიაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრულუფლებიან მონაწილეობას ითვალისწინებს", - განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, საქართველოს რეჟიმმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ უზარმაზარ სამხედრო არსენალს უპასუხისმგებლოდ იყენებს.
საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე საქართველო-რუსეთის თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა პან გი მუნმაც. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა,რომ კოსოვოსა და საქართველოს პრეცედენტებს შორის საერთო არაფერია.
პან გი მუნი მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის ძირითადი შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ უამრავი ნიუანსის შესწავლა და გაანალიზება მოუწევს.
“საერთაშორისო დისკუსია მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ უამრავი ნიუანსის შესწავლა-გაანალიზება მოგვიწევს. საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს. საბოლოოდ კი, ამ კონფლიქტის თაობაზე რეზოლუცია უნდა შევიმუშაოთ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ რეგიონში არსებულ ვითარებას, ჰუმანიტარული ასპექტებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით”, - განცხადა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა რომ ამ საკითხებზე საერთაშორისო დიალოგის გამართვას მხარს უჭერს.
დღეს ჟენევის კონფერენციის პირველი დღეა. ქართულ მხარეს ამ დისკუსიის დიდი მოლოდინი აქვს.
საქართველომ უნდა შეძლოს მსოფლიოს საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოს და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება შეძლოს.
მსოფლიო ერთ დათმობაზე უკვე წავიდა. კონფერენციაზე სეპარატისტულ ხელისუფლებას მოუსმენენ.
|