3 ნოემბრის არჩევნები აქტიურ ფაზაში შედის. დღეს „ქრისტიან–დემოკრატები“ ბათუმში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ, ქობულეთში კი მაჟორიტარობის კანდიდატ ნიაზ ზოიძეს ამომრჩევლებს წარუდგენენ.
დღესვე პოლიტიკური მოძრაობა „ქართული დასი“ ვაკის რაიონში კახა ქორიძეს ოფიციალურად წარადგენს, რის შემდეგაც პარტიის წევრები ბათუმში გაემგზავრებიან და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მოაწყობენ.
|