ოთხშაბათი, 24.04.2024, 11:10
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 15 » ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში დაშინების მიზნით კონვერტით სარეცხი ფხვნილი შეაგზავნეს
ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში დაშინების მიზნით კონვერტით სარეცხი ფხვნილი შეაგზავნეს
14:25

გუშინ ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში რამდენიმე საათით განგაში ატყდა. საელჩო პარალიზებული იყო, რადგან შენობაში კონვერტი მიიტანეს წარწერით “საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”, რომელშიც თეთრი ფერის ფხვნილი აღმოაჩინეს.

საელჩოს წარმომადგენლებმა აშშ-ის ფედერალური ბიუროს ექსპერტები გამოიძახეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთიერება სარეცხის უვნებელი ფხვნილი იყო.

ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა განგაში შეწყვიტეს და საელჩოს თანამშრომლები ისევ შენობაში შეუშვეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმანვლობაში კონვერტები “თეთრი ფხვნილით” არაერთხელ მიუვიდათ საელჩოებს, ცნობილ პოლიტიკოსებსა თუ სპორტსმენებს. თითქმის ყველა შემთხვევაში, ფხვნილი უვნებელი აღმოჩნდა და წერილები მხოლოდ დაშინების მიზანს ემსახურებოდა.

პანიკა “თეთრი ფხვნილის” გამო 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ დაიწყო, როდესაც ამერიკის რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებაში გაგზავნილ კონვერტებში საშიში ფხვნილი აღმოაჩინეს, რომელიც “ციმბირული წყლულის” ბაცილებს შეიცავდა.

Просмотров: 916 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz