ხვალ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენალური სხდომა გაიმართება. დეპუტატები მესამე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. უმაღლესი საკანონმდებდლო ორგანო ასევე იმსჯელებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო რეჟიმის გაგრძელებაზე, ან ნაწილობრივ შეზღუდვებზე.
როგორც 13 ოქტომბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ჯერჯერობით არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის ვალდებულებას ბოლომდე შეასრულებს.
|