შაბათი, 27.04.2024, 08:19
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 1 » კახელი გლეხები შარშანდელი მოსავლის ფულს ითხოვენ
კახელი გლეხები შარშანდელი მოსავლის ფულს ითხოვენ
18:23
კახური რთველის მიწურულს რომ სიტუაცია დაიძაბებოდა, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა. თუმცა, დაძაბული ვითარება რთველს სტარტიდანვე დაებედა და ფინიშის სწორზე პიკს უწია. ღვინის ქარხნები უკვე დაუფარვად აცხადებენ, რომ ყურძენს ვეღარ მიიღებენ, გლეხები აქეთ-იქეთ აწყდებიან. გამოსავალი, როგორც ყოველთვის, არ ჩანს.

ყველაზე დამაფიქრებელი ისაა, რომ დასავლეთ საქართველოში რთველი აწი იწყება. იმერეთსა და რაჭაში არცთუ ცუდი მოსავალია. კახური ”გამოცდილებიდან” გამომდინარე პრობლემები დასავლელ მევენეხეებსაც ექნებათ, თუმცა მათთვის ახლა არავის სცხელა.

მთავრობის მიერ საგანგებოდ ორგანიზებულ რთველს სიღნაღში პრობლემები ახლავს. ქიზიყელი მევენახე, ოთარ ვარდიაშვილი რადიო ”ჰერეთთან” საუბარში აცხადებს, რომ კუთვნილი საფერავი წნორის ღვინის ქარხანას 45 თეთრად ჩააბარა, თუმცა ფულს უკვე ორი კვირაა ვერ იღებს.

ვარდიაშვილის მსგავსად, კუთვნილ თანხას სიღნაღში მევენახეების უმეტესობა ელოდება. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც გასული წლის თანხებიც მისაღები აქვთ.

ვაჟა ღვედაშვილი, რომელიც წნორის ღვინის ქარხანასთან მეორე დღეა, ღამეს ათევს, ამბობს, რომ შარშან ჩაბარებული ყურძნის საფასური 2000 ლარი ჯერ კიდევ მისაღები აქვს.

- ”შარშანდელი ფული 2000 ლარი მისაღები მაქვს და წლევანდელიც. ყველაფერი მეორდება - იგივე ქარხანა იგივე პრობლემები, მხოლოდ ინვესტორია შეცვლილი”, - აღშფოთებას ვერ მალავს ვაჟა ღვედაშვილი.

ქარხანაში პასუხისმგებელი პირი ვინც მევენახეებს თანხის მიღების ზუსტ თარიღს ეტყვის, არავინაა. მათთან არც სატელეფონო კავშირი ხერხდება. ქარხნის რკინის კარი, რომელთანაც ქიზიყელი მევენახეები უკვე ორი კვირაა ფულს უშედეგოდ ელიან ყველასათვის დახურულია.

დედოფლისწყაროელ ფერმერებს ღვინის ქარხნები ყურძნის მიღებაზე საერთოდაც უარს ეუბნებიან. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დედოფლისწყაროელ ფერმერებს ღვინის ქარხნები 20 ტონაზე მეტი ყურძნის მიღებაზე უარს ეუბნებიან.

ამ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გურჯაანში გახსნილი “რთველი - 2008-ის” საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი კოტე ხუცაიძე არ ადასტურებს, მაგრამ ფაქტია, რომ გლეხები ორი კვირაა, უშედეგოდ ცდილობენ ყურძნის ჩაბარებას.

ღვინის ქარხნები ფერმერებისგან ყურძენს არ იღებენ სხვა რეგიონებშიც. მათი მტკიცებით, ღვინის ქარხნები მათგან ყურძენს არ იბარებენ და ამის მიზეზად ხელისუფლებისგან მიღებულ მითითებებს ასახელებენ.

- ”ორი კვირაა ყურძნის ჩასაბარებლად 15-ზე მეტ ქარხანას მაინც მივაკითხეთ, მაგრამ მოსავლის გაყიდვას ვერ ვახერხებთ. როგორც იგებენ, რომ ყურძენი 20 ტონას აღემატება, მის მიღებაზე უარს გვეუბნებიან. ღვინის ქარხნების მეპატრონეებმა პირად საუბარში გვითხრეს, რომ ხელისუფლებისგან აქვთ დავალება ყურძენი გლეხებისგან მიიღონ, რადგან სახელმწიფო სუბსიდია ფერმერებისთვის არ არის გათვალისწინებული”, - აღნიშნეს ფერმერებმა, რომლებიც ამ დრომდე უშედეგოდ ელიან ყურძნის ჩამბარებელთა მხრიდან ჯეროვან ყურადღებას.

ხელისუფლებისა და ქარხნების პოზიცია გასაგებია. ისინი ცდილობენ, ისევე როგორც მრავალგზის, უშუალოდ ყურძნის კრეფის პერიოდი გადააგორონ, რთველი დამთავრებულად გამოაცხადონ და მერე ყველას თავში ქვა უხლია.

ერთი წელი კახელ მევენახეებს არც პასუხის გამცემი ეყოლება ვინმე და არც ხელის გამმართავი.

Просмотров: 819 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz