გერმანულმა სარკინიგზო კომპანია "Deutsche Bahn AG”-მა ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაზარალებულთა დასახმარებლად 100 ათასი ევრო გადარიცხა.
გადაწყვეტილება ამის შესახებ კომპანიის მმართველობის თავმჯდომარემ ჰარმუდ მედორნმა რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელთან ვლადიმერ იაკუნინთან და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოიტთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო, - იუწყება "რია-ნოვოსტი".
ედუარდ კოკოითმა აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი ცხინვალში ეკლესიის მშენებლობას, ხოლო ნაწილი – დაღუოულთა ოჯახებისთვის დახმარებას მოხმარდება.
|