ხუთშაბათი, 26.12.2024, 18:22
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 1 » სააკაშვილი ევროსაბჭოს კონფერენციას არ დაესწრება
სააკაშვილი ევროსაბჭოს კონფერენციას არ დაესწრება
18:24
ოქტომბერში დაგეგმილ ევროსაბჭოს კონფერენციას, სადაც რუსულ-ქართული კონფლიქტი უნდა განიხილონ, საქართველოს პრეზიდნტი არ დაესწრება. სააკაშვილის აზრით, მოსკოვი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში მზად არ იქნება სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოოს ამ საკითხთან დაკავშირებით.

Financial Times-თან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჟენევის კონფერენციაზე, რომელიც 15 აგვისტოსაა დანიშნული, იკრიბებიან ჩინოვნიკები და არა პოლიტიკოსები. მანვე დაამატა, რომ ”ყოველგვარი დიპლომატიური აქტიურობა ამჟამად მხოლოდ გაზრდის რუსეთის აგრესიას”.

- ”ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპასთან, მაგრამ ამჟამად ის განწყობა არაა, რაც სამშვიდობო კონფერენციისთვის მზადყოფნას ესაჭიროება,” - განაცხადა მან, ”სიტუაციის მზადება ნამდვილი სამშვიდობო კონფერენციისათვის რამდენიმე თვეში უნდა დავიწყოთ”.

სააკაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ”საერთაშორისო საზოგადოების” მიერ რუსეთის შემოჭრის აღიარებამდე საქართველო ცდილობს საერთაშორისო სასამართლოს იურიდიულ დასკვნას მიაღწიოს ამ საკითხთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

- ”მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო გადარჩა და შეუძლია მნიშვნელოვანი დიპლომატიური და იურიდიული მხარდაჭერის მოპოვება”.

კითხვაზე, მოახდინა თუ არა სააკაშვილმა აგვისტოს ომის პროვოცირება, როცა ცეცხლი გახსნა მისი შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა: ”სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრძოლველად მოგვიხდებოდა ტერიტორიების დათმობა”.

სააკაშვილმა ასევე უარყო კონფლიქტის დროს ერთი ქართველი ოფიცრის ნათქვამი, რომ რუსი სამხედროების გადადგილებები არ შეიმჩნეოდა. მან განაცხადა, რომ ეს არის ”ერთი პოლკოვნიკის სიტყვები, რომელმაც არაფერი იცოდა და არც თქმის უფლებამოსილება გააჩნდა”.

სააკაშვილის სიტყვებით, მან თავი შეიკავა მაშინვე განეცხადებინა რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ, რამდენადაც : ”ჩვენ უკვე ბევრჯერ ვიყვირეთ ”მგლები!”. მე რომ მეთქვა, რომ ჩვენს ტერიტორიას ეს-ესაა თავს დაესხმიან, ინვესტიციების ზრდა მაშინვე შეწყდებოდა”.

სააკაშვილის თქმით, აგვისტოს მოვლენებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი აშკარა ნიშანი იყო რუსული სამხედრო კონტინგენტის ზრდისა. მისივე მტკიცებით, ერთი მსხვილი სახელმწიფოს ლიდერმა აუწყა, რომ უკვე 2 აგვისტოს მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია რუსული თავდასხმის საშიშროების არსებობაზე.

- ”ჩვენ რომ არ გვემოქმედა, რუსეთი მთელ ტერიტორიაზე ჩაატარებდა წმენდას და შემდეგ განაცხადებდა, რომ ეს მას არ გაუკეთებია. ისევე, როგორც ადრინდელი ინცინდენტების დროს, როცა რუსული მხარე ერთობლივ მოქმედებებს ახორციელებდა, ხოლო მოგვიანებით აცხადებდა, რომ ამას ოსი სეპარატისტები სჩადიოდნენ”.

თუმცა, სააკაშვილი აღიარებს შეცდომას, როცა ფიქრობდა, რომ ”სამხრეთ ოსეთი - ყურადღების გადასატანი მანევრი იყო”, ხოლო რუსული შეტევა აფხაზეთიდან დაიწყებოდა. როცა თავდასხმა დაიწყო, ”ჩვენ არ შეგვეძლო მიგვეღო სტრატეგიული გადაწყვეტილებები, ყველა გადაწყვეტილება იყო წმინდა ტაქტიკური”.
Просмотров: 862 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz