ხუთშაბათი, 26.12.2024, 18:16
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 1 » ქალაქები და დედაქალაქები
ქალაქები და დედაქალაქები
21:51
ევროპული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების საერთო დონეზე, ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიული დანაწილების პრინციპი, რაც ხშირად უმაღლეს ლიგებში მოათამაშე კლუბების განვითარებაზეც ახდენს ზეგავლენას.

მაგალითად, ცნობილი ამბავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებში დომინანტური როლი დედაქალაქის კლუბებს ენიჭება და ჩემპიონის მედლები ხშირად სწორედ დედაქალაქის გუნდებს შორის თამაშდება ხოლმე. ამის მაგალითია: რუსეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა... ზოგიერთ ქვეყანაში მნიშვნელოვანია ე.წ. მეორე დედაქა;ლაქის ფაქტორი, რაც კონკრეტული ქალაქების ისტორიულ როლში და მნიშვნელობაში გამოიხატება, ეს კი ფეხბურთის განვითარებაზეც შესაბამის გავლენას ახდენს.

ისეთი ”მეორე დედაქალაქები” როგორებიცაა: პეტერბურგი, დონეცკი, კრაკოვი და მილანი, ქვეყანაში უპირველესი ქალაქის იმიჯის მოსაპოვებლად დღემდე იბრძვიან და მათთვის საკლუბო წარმატებები დედაქალაქებისათვის ერთგვარი ნიშნის მოგებაცაა.

სანამ ქართული გუნდები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩაებმებოდნენ, საბჭოური ფეხბურთის მამების აშკარა და ხშირად ხელოვნური ჩარევებით ხდებოდა ისე, რომ თითქმის ყველა ქართულ ქალაქს საკუთარი საფეხბურთო გუნდი ჰყავდა და ამ კლუბების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი ხელისუფლება იყო.

ანუ, თბილისური კლუბების ჰეგემონობას (რაც ადრე თუ გვიან გარდაუვალიიქნებოდა) ყველანაირად ზღუდავდნენ და ამ ყველაფერმა მრავალ უარყოფითთან ერთად, კონკრეტული დადებითი შედეგებიც მოიტანა.

როგორც წესი, პატარა, პროვინციულ ქალაქებში საკუთარ კულუბებს განსაკუთრებული ჟინითა და შემართებით გულშემატკივრობენ და ადგილობრივი მოსახლეობისათვის მცირე საფეხბურთო წარმატებაც კი ბევრ რამეს ნიშნავს. გარდა ამისა, უფრო ადვილდება რეგიონებში მოთამაშე ფეხბურთელებზე დაკვირვება და მაღალი დონის კადრების მოძიებაც ბევრად უფრო შესაძლებელია.

მას შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელი გახდა და ფეხბურთის განვითარება (კორუფციულ ჩარევებს თუ არ ჩავთვლით) ბუნებრივი გზით წარიმართა, ქართული საკლუბო ფეხბურთი სწორედ აღმოსავლეთევროპული განვითარების გზას დაადგა და პირველი ოთხი ჩემპიონატების შემდეგ, უმაღლეს ლიგაში თბილისური კლუბების მოძალება დაიწყო.

როდესაც კლუბი კარგად თამაშობს და უმაღლეს ლიგაში გამოსვლას იმსახურებს, მისი ხელოვნური დაბლოკვა რა თქმა უნდა არამართებული საქციელი იქნება, მაგრამ ამგვარი ტენდენციების შედეგად მივიღეთ ის, რომ მთელი რიგი ქართული რეგიონები ფაქტობრივად უფეხბურთოდ დარჩა. თუკი იმერეთში გაკოტრებულ ”ტორპედოს” ”ზესტაფონი” ჩაენაცვლა და ამ რეგიონში ფეხბურთი ჯერ კიდევ ცოცხლობს, გურიაში და კახეთში ნამდვილი ”საფეხბურთო უძრაობის ჟამია”. არაფერს ვამბობ მთიან რეგიონებზე, სადაც ფეხბურთის განვითარებაზე აღარც კი ოცნებობენ.

უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კუთხით, ახლანდელი ვითარება ძველს ნამდვილად სჯობს. კარგად მახსოვს, დაახლოებით 7 წლის წინ, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ერთბაშად 6 თბილისური გუნდი თამაშობდა. ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ფაქტობრივად ერთი ქალაქის ჩემპიონატად ქცეული უმაღლესი ლიგა, რეგრესის მეტს საბოლოო ჯამში ბევრს ვერაფერს მოიტანს.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სტამბოლის, მოსკოვისა და ლონდონის კლუბების უმეტესობა უმაღლეს ლიგაში ირჯება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მრავალმილიონიან ქალაქებზე - მეგაპოლისებზე, რომლებიც რამდენიმე ქალაქის ერთიანობას წარმოადგენენ და ეს ფაქტორი მათი ჩემპიონატის ”თავკომბალობას” მეტ-ნაკლებად ანეიტრალებს. მრავალი დემოგრაფიული პრობლემის მქონე და მოსახლეობის გადანაწილების ყოველგვარ პრინციპდარღვეულ საქართველოში კი, მსგავსი რამ არასწორი და მიუღებელია.

საქართველოსათვის იდეალურ მაგალითად საფრანგეთის ჩემპიონატი გამოდგება, სადაც I დივიზიონში თითქმის ყველა მხარისა და პროვინციის კლუბი გამოდის და ტერიტორიული პრინციპი მართლაც რომ შესაშურად არის დაცული. საფრანგეთში არსებობს ისეთი პროვინციული და უსახელო ქალაქებიც კი, რომელთა არსებობა მსოფლიომ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წყალობით გაიგო.

სულაც არ ვიქნები წინააღმდეგი, ქართული ფეხბურთის მეშვეობით ევროპა თერჯოლის, ქარელის, ყვარელისა და ჩხოროწყუს არსებობასაც თუ გაიგებს.
Просмотров: 1115 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/1 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz