ევროსაბჭოს შტაბბინასთან უცხოეთში მცხოვრები ქართველების აქციას სტრასბურგში მყოფი ქართული დელეგაციის წევრებიც შეუერთდნენ. თანამემამულეები საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვისა და ტერიტორიების ოკუპაციისათვის რუსეთის დასჯას მოითხოვენ.
პარალელურად, უკვე ცნობილი გახდა რეზოლუციის პროექტის დეტალები, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხვალისათვის უნდა ეყაროს კენჭი. დოკუმენტში მითითებულია, რომ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებით რუსეთმა გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ევროსაბჭოში უფლებამოსილება შეუჩერდება და ხმის უფლება ჩამოერთმევა.
|