ხუთშაბათი, 26.12.2024, 18:53
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 1 » ”ჟენევის კონფერენციაში ჩინოვნიკები მიიღებენ მონაწილეობას”
”ჟენევის კონფერენციაში ჩინოვნიკები მიიღებენ მონაწილეობას”
18:13

საქართველოს პრეზიდენტი  მონაწილეობას არ მიიღებს ჟენევის კონფერენციაში.

(შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრა 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი . ევროკავშირის კონფლერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და აგვისტოს მოვლენები  უნდა განიხილონ. )

ამ გადაწყვეტილების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა  ბრიტანელ ჟურნალისტებს განუცხადა.

ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ”ჟენევის კონფერენციაში მონაწილეობას პოლიტიკოსები კი არ, ჩინოვნიკები მიიღებენ. ასეთ მომენტში  დიპლომატების აქტიურობას შედეგად მხოლოდ რუსული აგრესიის გაძლიერება მოჰყვება ხოლმე".

მიხეილ სააკაშვილი ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, მაგრამ ევროკავშირი ჯერ მზად არ არის სამშვიდობო კონფერენციის ორგანიზებისათვის. მისი ვარაუდით, სამშვიდობო კონფერენციისათვის წინაპირობების შექმნა მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ცოტა ხნით ადრე კი საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ომის საკითხის  მოსამზადებლად მოსკოვს  კიდევ რამოდენიმე თვე დასჭირდება.

აღნიშნულ ინტერვიუში სააკაშვილი ამბობს, რომ სამხედრო დაპირისპირებამდე  იყო გაზრდილი რუსული შეიარაღებული ძალების  კონტინგენტი ჩვენს ტერიტორიაზე და ომის პროგნოზებიც კეთდებოდა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას 2 აგვისტოს სხვა ქვეყნის დაზვერვების მონაცემებიც ქონდა, რომლის თანამხმადაც რუსეთი ომს იწყებდა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას ეგონა ომი აფხაზეთში დაიწყებოდა.

"რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ ჩვენ არ შეგვეძლო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, ჩვენს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ტაქტიკური ხასიათის იყო", -აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისი  თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დააჩქაროს აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარება, საუბარია საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს მიერ შესაბამისი იურიდიული გადაწყვეტილებების მიღება.

"მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ გვინდა იმის დემონსტრირება, რომ საქართველო გადარჩა და თავისი პოზიციების გასაძლიერებლად შეუძლია მიიღოს დიპლომატიური და იურიდიული მხარდაჭერა", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

Просмотров: 1060 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz