დიმიტრი მედვედევმა დღეს კრემლში ის რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები დააჯილდოვა, რომლებიც ქართული ტერიტორიების დაბომბვაში მონაწილეობდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო პირებს მედლები სიმამაცისა და გმირობისთვის გადასცა. დაჯილდოებულებს შორის 2 მედდაა.
ცერემონიაზე დიმიტრი მედვედევმა სამხედრო რიტორიკა არ დაივიწყა და კიდევ ერთხელ დაიმუქრა. მან განაცხადა, რომ რუსეთმა სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც ღირსეული მკაცრი პასუხი გასცა აგრესორს და ანალოგიურად მოიქცევა მომავალში, თუ ამის საჭიროება შეიქმნება. „ჩვენ ვეხმარებოდით და დავეხმარებით ოს ხალხს აღმშენებლობაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორ ახალ დემოკრატიულ ქვეყანაში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სტაბილურობა დამყარდეს, ეს ჩვენი მოვალეობაა,“- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
|