Главная » 2008»ოქტომბერი»1 » სოფელ პერევიდან რუსი ოკუპანტების გასვლის სამზადისი შეინიშნება
სოფელ პერევიდან რუსი ოკუპანტების გასვლის სამზადისი შეინიშნება
21:50
საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსი ოკუპანტების გასვლის სამზადისი შეინიშნება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სოფელ პერევის მოსახლეობამ განუცხადა, ორი ერთეული მძიმე ტექნიკა და სამი სატვირთო ავტომანქანა ცოცხალ ძალასთან ერთად რაიონიდან გადის.
რუსი ე.წ მშვიდობისმყოფელები, სავარაუდოდ, ჯავის რაიონის არაკონტროლირებადი ტერიტორიისკენ დაიძნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკანონო ბლოკ-პოსტი გაუქმებულია. ამ დრომდე ჯარისკაცები რჩებიან სოფელში. პარალელურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. რუსი სამხედროები მოსახლეობასთან კონტაქტში არ შედიან.
საჩხერეში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჯერჯერობით არ ჩასულა.