რვა ორის წინააღმდეგ. სტრასბურგში ქართულ-რუსული კონფლიქტის შესახებ დებატები გაიმართა.
ვინ შევიდა პირველი ცხინვალში და ვინაა რეალურად დამნაშავე ეთნიკურ წმენდაში ამის გარკვევას ევროსაბჭო ცდილობს.
ევროსაბჭომ მხარეებს მოუსმინა. ქართულ ინტერესებს გიორგი გაბაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი იცავდნენ. რუსულ მხარეს კი დუმის რვა დეპუტატი წარმოადგენდა. აგვისტოს მოვლენების სხვადასხვა ხედვა და ერთამანეთის დაადანაშაულება აგრესორობაში მთელ დღეს გაგრძელდა.
რუსული მხარე საკუთარ ”სიმართლეს” ”სანახაობის დადგმითაც” ცდილობდა. დებატების მეორე ნაწილზე დუმის დეპუტატებმა კოკითის წარმომადგენლების დასწრებაც მოინდომეს, თუმცა ევროსაბჭოს დარბაზში ცხინვალელმა დელეგაციამ ვერ შეაღწია.
ქართული მხარის გამოსვლის პარალელურად კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ეთნიკურად ოსმა მოსახლეობამ ”ქართული აგრსიის” დამადასტურებელი ფოტომასალა წარმოადგინა. ოსების აქცია 29 ოქტომბერს ევროსაბჭოს სესიის პარალელურადაც მიმდინარეობდა. უკვე ცნობილია, რომ აქციების ორგანიზატორები რუსები არიან.
აგვისტოს მოვლენების კომენტირებისას ევროპა რუსეთს აკრიტიკებდა. ევროსაბჭოს დელეგაცია, რომელიც საქართველოს სტუმრობდა და თავად დაათვალიერა შემთხვევის ადგილები ტრიბუნებიდან ისაუბრეს რუსეთის მიერ ჩადენილ უკანონობებზე. მიუხადავად აღნიშნულისა მომხრეები რუსულ მხარესაც ჰყავს, თუმცა რა თქმა უნდა უმცირესობაში.
ევროსაბჭოს 22 წევრმა კი ორგანიზაციაში უკვე შეიტანა ინიციატივა, რომ რუსეთი ევროსაბჭოდან გაირიცხოს. საუკეთესო შემთხვევაში კი ერთი წლით აეკრძალოს აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობის უფლება. სტრასბურგმა რუსეთს ულტიმატუმიც წაუყენა, მოსკოვმა პოლიტიკური კურსი 1 იანვრამდე უნდა შეცვალოს.
სტრასბურში ევროსაბჭოს სესია 29 სექტემბერს დაიწყო. მომდევნო , ბოლო დებატები ხუთშაბათს , 2 ოქტომბერს გაიმართება. კიდევ რა სიახლეს უმზადებს მოსკოვი ქართულ მხარეს უცნობია.
|