საქართველოს პრეზიდენტმა გორს გმირი ქალაქი უწოდა.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს შიდა ქართლში ყოფნისას რუსული აგრესიის დროს გორის მოსახლეობის მოქმედებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გორელებმა გმირობა გამოიჩინეს და გორი გმირი ქალაქია. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ სასურველი იყო, ამ აგრესიის პირობებში მოსახლეობის ევაკუაცია უფრო ორგანიზებულად განხორციელებულიყო. "ჩვენ იძულებული ვიყავით, თბილისის დასაცავად გავსულიყავით, სხვანაირად ვერც გორს და ვერც დანარჩენ ქვეყანას ვერ შევინარჩუნებდით", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ გორი 100%-იანი დასაქმების ქალაქად გადაიქცეს.
|