მოსკოვი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო მსოფლიოს წინაშე ახსნა-განმარტებებს აგრძელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დაცვის სურვილით იყო განპირობებული”.
“აფხაზეთზე ისეთივე თავდასხმა მზადდებოდა, როგორც სამხრეთ ოსეთის მიმართ განხორციელდა და ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, ისევე, როგორც მათთან თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება სამართლებრივი, ზნეობრივი და პრაგმატული მოსაზრებებით იყო ნაკარნახები”, - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “რესპუბლიკების” დამოუკიდებლობა 26 აგვისტოს აღიარა.
|