ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლაში რუსული დელეგაცია და სეპარატისტები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაადანაშაულა.
ტელეკომპანია ”იმედის” ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაციები პლენარულ სხდომაზე დასწრებას დაჟინებით ითხოვდნენ.
- ”ჩანაფიქრის ჩაშლის შემდეგ კი, დელეგაციები არც საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრნენ და პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს”, - განაცხადა მაკკორმაკმა.
მისივე თქმით, ეს დისკუსიის ჩაშლის მცდელობა იყო, თუმცა, დიალოგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით მაინც უნდა გაგრძელდეს. მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 18 ნოემბრისთვის არის დანიშნული.
|