ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანჰელ მორატინოსი საქართველოში დღეს, 21.00 საათზე ჩამოვა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორატინოსი პირდაპირ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაემგზავრება, სადაც პირველ შეხვედრას, 21.30 საათზე მიხეილ სააკაშვილთან გამართავს.
ხვალ კი ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს შეხვდება. ხვალ ასევე დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.
18 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში მიგელ ანჰელ მორატინოსი ბათუმში გაემგზავრება, ბათუმის შემდეგ კი ფოთში ჩავა, სადაც ვეროკავშირის მონიტორებს შეხვდება. იმავე დღეს, 20.00 საათზე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმიდან თურქეთში გაემგზავრება.
|