სამშაბათი, 23.04.2024, 10:02
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 17 » მალხაზ აკიშბაიამ და დიმიტრი სანაკოევმა ჟენევის შეხვედრის შედეგები შეაჯამეს
მალხაზ აკიშბაიამ და დიმიტრი სანაკოევმა ჟენევის შეხვედრის შედეგები შეაჯამეს
13:27
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აკიშბაიამ და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა გუსინ ჟენევაში პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე მალხაზ აკიშბაიამ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც ის 15 ოქტომბერს, ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიაზე აპირებდა სიტყვით გამოსვლას, თუმცა, როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები რუსული მხარის ძალისხმევით, ჩაიშალა.

“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რათა საერთაშორისო საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია იმის თაობაზე, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მხრიდან აქვს ადგილი. იმედია, იქნება სათანადო ძალისხმევა და რეალურად დაიწყება სამშვიდობო პროცესი და მხარეებს შორის დიალოგი, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა,” - განაცხადა აკიშბაიამ.

ჟენევაში ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო მალხაზ აკიშბაიას საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე არაფორმალურ შეხვედრაზე ზემო აფხაზეთიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისა და დევნილების დაბრუნების საკითხის დაყენებას გეგმავდა.

ამასთან, მალხაზ აკიშბაია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, კერძოდ კი გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე და იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევაზეც აპირებდა საუბარს.

საქართველოს დელეგაცია თბილისში გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდა და ჟენევის კონფერენციათან დაკავშირებით პირველი კომენტარები აეროპორტშივე გააკეთა.

მათ იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. ასევე საქართველო მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად გააგრძელებს ზეწოლას რუსეთზე, რათა სრულად შეასრულოს 6- პუნქტიანი შეთანხმების ყველა ნაწილი და რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.

შეგახსენებთ, ქართულ მხარეს ჟენევის მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა მინისტრის ორივე მოადგილე გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია წარმოადგენდნენ, ამასთან ერთად ქართულ დელეგაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმური სტრუქტურების ხელმძღვანელები მალხაზ აქიშბაია და დიმიტრი სანაკოევი იმყოფებოდნენ.

Просмотров: 793 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz