აშშ სეპარატისტებს ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დიალოგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში მაინც უნდა გაგრძელდეს.
თეთრი სახლის პოზიცია დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა შონ მაკკორმაკმა გააჟღერა.
“რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები პლენარულ სხდომაზე დასწრებას დაჟინებით ითხოვდნენ, ჩანაფიქრის ჩაშლის შემდეგ კი არც საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს დაესწრნენ და მოლაპარაკებათა პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რაც საერთაშორისო დისკუსიის ჩაშლის მცდელობა იყო”, - განაცხადა მაკკორმაკმა.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი ჟენევაში 18 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
|