მომავალ კვირას პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი მივლენ. მერაბიშვილი და ბეჟუაშვილი პირველნი იქნებიან იმ მაღალჩინოსნებიდან, რომლებიც აგვისტოს მოვლენების შესწავლის მიზნით პარლამენტში შექმნილ დროებით კომისიას გასცემენ პასუხს.
დღეს კომისიის საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ მერაბიშვილს და ბეჟუაშვილს 22 ოქტომბერს მოუსმენენ.
”კომისიის სამუშაო გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იმის საფუძვლიან შესწავლას ითვალისწინებს, თუ როგორ ემზადებოდა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განსახორცილებად და რა უძღოდა წინ 6-12 აგვისტროს მოვლენებს. სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი არიან ის პირები, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას ფლობენ” - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა პაატა დავითაიამ.
გარდა ამისა, მან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს დაავალა, კომისიას წარმოუდგინოს კომიტეტის ხელთ არსებული მასალა, რომელიც საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიას შეეხება და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები და შეფასებები, ასევე შესაბამისი სატელეფონო, ვიდეო- და აუდიო-ჩანაწერები წარმოადგინო
|