პარასკები, 29.03.2024, 02:34
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » ოქტომბერი » 17 » ”მუზას” ექსპერტთა კლუბი მოუვიდა
”მუზას” ექსპერტთა კლუბი მოუვიდა
13:31

რა გახდა ”ექსპერტთა კლუბის დაარსების წინაპირობა?
- ის ადამიანები, ვინც დღეს კლუბის დამფუძნებლების როლში აღმოჩნდნენ, როგორც ანალიტიკური ჯგუფი, ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამოსავალ გზებზე სექტემბრის თვიდან ვმუშაობდით.

უკვე დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ გამოვაქვეყნებთ დოკუმენტს, სადაც ასახული იქნება არა მარტო ჩვენი ხედვა, არამედ ოპტიმალური ვარიანტებიც სხვადასხვა სფეროში. კლუბი მიზნად ისახავს, აქტიურად ჩაერთოს და გაანალიზოს ქვეყანაში შექმნილი რეალობა და იფიქროს მის პერსპექტივებზე. ვფიქრობთ, ეს კლუბი, მალე შეიძენს უცხოელ სტუმრებსაც, რადგან მრავალი ჩვენი უცხოელი კოლეგაა დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის რეალური განვითარებით. ამდენად, ჩვენ გვექნება საშუალება ხშირი კონტაქტისა საკუთარ საზოგადოებასთან.

თუ დაინტერესდნენ თქვენი ინიციატივით ხელისუფლების წარმომადგენლები და თქვენ თუ გაქვთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი?
- ჩვენი ჯგუფი საომარი მოქმედებების შემდეგ შეიქმნა და მას შემდეგ პირადად ჩემთან სახელისუფლებო სტრუქტურებიდან არანაირი დაინტერესება არ ყოფილა. თუმცა, ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ურთიერთობენ სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან. სხვათა შორის, გარკვეული პერიოდის მანძილზე მეც გახლდით ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველთა ჯგუფში.

”დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი” მზად არის ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მივაწოდოთ, როგორც სახელისუფლებო, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს, რათა საქმე გაკეთდეს. თუმცა, ხელისუფლებისგან ჩვენით რეალური დაინტერესება არ ყოფილა და ასეთ ინფორმაციას არც ჩვენი წევრები არ ფლობენ.

თქვენი დამოუკიდებლობა რამდენად იქნება დაცული?
- როგორც ამბობენ, თუ აქამდე არ ემონა ბედს, არც აწ ემონება ჩვენი მხედრული სული (იცინის). ძირითადი პრევენცია მაინც არის ის, რომ კლუბის წევრობა მიუწვდომელი იქნება ხელისუფლების და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრისათვის. ამიტომ ჩვენი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად კლუბში ვერ იხილავთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა ანტიკრიზისულ გეგმაზე. ანუ, ქალბატონ გუგული მაღრაძეს, ბატონ ვახტანგ ხმალაძეს და ბატონ პაატა ზაქარეიშვილს, რადგან ისინი პარტიის წევრები არიან.

უახლოეს მომავალში რა ღონისძიებებს გეგმავთ?
- პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება ჩვენს მიერ, გახლავთ ქვეყნის აქტუალურ პრობლემებზე. საჯარო მოსმენათა ფორმატში შეხვედრების ორგანიზება. პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართება პარასკევს, კულტურის ცენტრ ”მუზაში”, სადაც მოხდება განხილვა თემისა ”საქართველოს ეკონომიკა ომამდე და ომის შემდეგ”. ისაუბრებენ ჩვენი კლუბის ექსპერტები და რამდენიმე მოწვეული კოლეგა, რომლებიც კლუბის წევრები არ არიან და გააჩნიათ ამ საკითხებისადმი საკუთრი ხედვა. მოწვეულნი იქნებიან როგორც სახელმწიფო მოხელეები, ასევე - საზოგადოებრივ-არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. იქნებიან ჟურნალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ზაქარია ქუცნაშვილი.

რა მიზნებს ისახავდა კლუბის დაფუძნება?
- ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, გაჩნდა სურვილი იმისა, რომ მოგვეხდინა სიტუაციის შეფასება პოლიტიკური, სოციალური და სამართლებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოში, ძირითადად, ყველა დაკავებულია კრიტიკით, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ყველა იმ ექსპერტთა გაერთიანება ვინც წლების მანზილზე დაუმტკიცა საზოგადოებას პრინციპულობა,კომპეტენტურობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ მოვახდინეთ ამ ძალთა გაერთიანება, რაც, ვფიქრობ, უფრო პროდუქტიულს გახდის ჩვენს მუშაობას.

ხელისუფლებასთან კოორდინაციას თუ აპირებთ?
- მე კოორდინაციის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ჩვენ ორიენტირებული ვართ საზოგადოებრივ აზრზე და, აქედან გამომდინარე, არ გვაწუხებს ის აზრი, რომ, თუ ხელისუფლებამ არ გაიზიარა ჩვენი ხედვა და შენიშვნები, ”ექსპერტთა კლუბი” დაიღუპება... თუმცა, მისასალმებელი იქნება თუ ხელისუფლება, როგორც საზოგადობის მსახური და ნაწილი, მიიღებს იმ რჩევებს და რეკომენდაციებს, რომლებსაც ჩვენი მუშაობის შედეგად გავაცნობთ საზოგადობას.

რამდენად იქნება ”ექსპერტთა კლუბი” დაცული გარე ზეწოლისაგან და რა ბერკეტი გაგაჩნიათ იმისათვის, რომ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები იყოთ?
- ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც ეს კლუბი დააფუძნა სწორედ ის პიროვნებები არიან, ვინც შეიძლება მიუკერძოებლობის გარანტად ჩავთვალოთ. კლუბის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ბატონი სოსო ცისკარიშვილი. აღნიშნულ კლუბში კი გაწევრიანებულები არიან ცნობილი ექსპერტები: ლადო პაპავა, ლაშა ტუღუში, ირაკლი სესიაშვილი, თამარ ჩიქოვანი, გია ხუხაშვილი, შალვა ფიჩხაძე, ზურაბ აბაშიძე, არჩილ გეგეშიძე, მამუკა არეშიძე, თქვენი მონა-მორჩილი და ასე შემდეგ. ამდენად, მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი მრავალწლიანი საქმიანობით ყველა ის კრიტერიუმი დააკმაყოფილეს, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსი ითვალისწინებს.

რაც შეეხება დაცულობის ბერკეტს, შევიმუშავეთ ორი აკრძალვა: ჩვენი კლუბის წევრი ვერანაირად ვერ გახდება რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრი და შესაბამისად, ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენილი ვერ მოხვდება ჩვენს გაერთიანებაში.

უახლოეს მომავალში რა საკითხების განხილვას აპირებთ?
- დღს, 17 ოქტომბერს, კლუბი ჩაატარებს პირველ განხილვას. განხილული იქნება ომამდე და ომის შემდგომი პერიოდის ეკონომიკური ანალიზი. დაიდება კონკრეტული რეკომენდაციები ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში, ითქმება ისიც, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა ფინანსური კატასტროფის წინაშე არ აღმოჩნდეს. მერწმუნეთ, ჩვენი გაერთიანების შედეგებს, საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს და, იმედია, ჯეროვნად შეაფასებს.

Просмотров: 779 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz