ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:24
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 17 » ლიდერთა პოზიციები ევროკავშირის სამიტზე
ლიდერთა პოზიციები ევროკავშირის სამიტზე
13:27
ევროკავშირის პოზიცია უცვლელია, მისი ლიდერები საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების ნოემბერში გაგრძელებას იმედით ელიან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებენ. შესაბამისი განცხადებები ევროპელმა ლიდერებმა გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე გააკეთეს.

სამიტის მთავარი თემა საქართველო იყო. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მედვედევ-სარკოზის გეგმის შესრულებას განიხილავდნენ.

ევროკავშირის მოქმედმა თავმჯდომარემ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, რომ ექვსპუნქტიანი გეგმა სრულად უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობები ვერ გაგრძელდება.

ამის დასრტურია, გუშინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ჟენევაში ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო, ევროკავშირმა რუსეთთან ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა შეაჩერა.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი კომისრის, ხავიერ სოლანას განცხადებით, ევროკავშირს რუსეთთან მოლაპარაკებების განსაახლებლად სრული ანალიზი სჭირდება. ხავიერ სოლანამ და ბენიტო ფერერო ვალდნერმა განაცხადეს, რომ რუსეთმა უნდა დაიხიოს უკან და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

“გუშინდელი შეხვედრიდან ყველა პრობლემის გადაჭრას არც ველოდით. ძალიან რთულია ამ პრობლემასთან დაკავშირებით პირველივე შეხვედრაზე რაიმე კონკრეტულს მიაღწიო. მთავრი იყო, რომ ამ პროცესისთვის სტარტი მიგვეცა. რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისთვის კი დეტალური ანალიზი გვჭირდება. ეს საკითხები უკვე ნიცაში 14 ნოემბერს განიხილება”, - აღნიშნა სოლანამ.

ევროკომისარი ბონიტა ფერერო ვალდნერი არ მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა და მნიშვნელოვნად აფასებს მომავალ შეხვედრას. “ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დამყარდეს მშვიდობა, ურთიერთნდობა და მოგვარდეს ეკონომიკური საკითხები. ასე რომ, მე დიდი იმედით ველოდები 18 ნოემბერს,'” - ამბობს ის.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე შტუბი კმაყოფილია, რომ შეხვედრა მაინც შედგა და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.

'”ძალიან კარგია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები დაიწყო. ის ძნელად წარიმართება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად შეიკრიბა და კიდევ გვრჩება ერთი დღე - 18 ნოემბერი. ეს შეხვედრა კონსტრუქციული იყო. მთავარია, რომ დიალოგს გავაგრძელებთ,” - თქვა შტუბმა.

ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი კი აცხადებს, რომ ევროკავშირის პოზიცია მოლაპარაკებების მიუხედავად არ შეიცვლება და ევროპა მოითხოვს, რომ “რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

რუსეთთან მოლაპარაკებები სტრატეგიული თანამშრობლობის ხელშეკრულების შესახებ ნოემბრამდე არ განახლდება. 14 ნოემბერს ევროკავშირი-რუსეთის სამიტია დაგეგმილი. მანამდე კი მდგომარეობა უცვლელი რჩება.

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა მიკოლა სარკოზიმაც.

მისი თქმით, ფინანსურმა და საქართველოს ირგვლივ შექმნილმა კრიზისმა აჩვენა, რომ ევროკავშირს ძლიერი ხელმძღვანელობა სჭირდება და შეუძლებელია, კავშირის თავმჯდომარე ყოველ ექვს თვეში შეიცვალოს.

სარკოზის განცხადებით, იგი დეკემბრის შეხვედრაზე ლისაბონის შეთანხმების რატიფიკაციის საკითხს დააყენებს, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურების რეფორმას და მუდმივი თავმჯდომარის ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს.

“ფინანსურმა და საქართველოს ირგვლივ შექმნილმა კრიზისმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირს ძლიერი ხელმძღვანელობა სჭირდება, რომლიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს. არ შეგვიძლია, თავმჯდომარე ყოველ ნახევარ წელიწდში ვცვალოთ. ჩვენს წინაშე უამრავი პრობლემაა. მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება, რომელსაც საქართველომ და რუსეთმა ბერნარ კუშნერის მონაწილეობით მიაღწიეს”, - განაცხადა სარკოზიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმების თითოეული დეტალი კუშნერთან ერთად შეისწავლა და ახლა ამ გამოცდილების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა შეუძლებელია.

სარკოზიმ ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რთულად დაიწყო, თუმცა, თავად მოლაპარაკებების დაწყების ფაქტს სასწაული უწოდა.

“ჯერ ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ 2 თვეში საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ -ცეხლის შეწყვეტას, რუსული ჯარის გაყვანას და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მოლაპარკებების დაწყებას”, - განაცხადა სარკოზიმ.

Просмотров: 797 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz