შაბათი, 21.12.2024, 17:49
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » ოქტომბერი » 8 » “სოხუმის წინააღმდეგ დსთ-ის სანქციებმა აზრი დაკარგა”
“სოხუმის წინააღმდეგ დსთ-ის სანქციებმა აზრი დაკარგა”
17:22

მოსკოვი დარწმუნებულია, რომ “აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ სოხუმის წინააღმდეგ დსთ-ის სანქციებმა აზრი დაკარგა”.

“პრინციპულად ახალი რეალობის გათვალისწინებით, აფხაზეთისთვის ოდესღაც დაწესებულმა სანქციებმა აზრი სრულიად დაკარგა. საერთაშორისო არენაზე ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო გამოჩნდა – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. აქედან გამოვდივართ და ამაზე ვამახვილებთ დსთ-ის სხვა წევრი სახელმწიფოების ყურადღებას”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი დენისოვმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ “რუსეთი არ აპირებს, საკუთარი აზრი დსთ-ის დანარჩენ ქვეყნებს თავს მოახვიოს”.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ამ საკითხის დელიკატურობა, ამდენად არ ვაპირებთ, ჩვენს პარტნიორებს რაიმე ვაიძულოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ დროთა განმავლობაში მათ თავად ცხოვრება უკარნახებს სწორ გადაწყვეტილებას”, - აღნიშნა ლავროვის მოადგილემ.

Просмотров: 864 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz