ორშაბათი, 30.12.2024, 19:57
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 8 » ჯაბა ბოჯგუას სასამართლომ 25 ათასი ლარის ოდენობის გირაო დააკისრა
ჯაბა ბოჯგუას სასამართლომ 25 ათასი ლარის ოდენობის გირაო დააკისრა
17:23

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ტარიელ ტაბატაძემ, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო _ 25 ათასი ლარის ოდენობით პატიმრობის უზრუნველსაყოფად.

როგორც  საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ბოჯგუა პატიმრობაში იქნება, ვიდრე სასამართლოს მიერ დაკირსებულ თანხას - 25 ათას ლარს არ გადაიხდის. მისი თქმით, ეს თანხა ბოჯგუამ 20 დღეში უნდა გადაიხადოს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომღერალი ეჭვმიტანილია თაღლითური გზით 17700 ლარისა და 5500 აშშ დოლარის მითვისებაში. აღნიშნული თანხა ჯაბა ბოჯგუამ მოქალაქეს გამოსძალა. სანაცვლოდ ბოჯგუა მოქალაქეს მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლებას ჰპირდებოდა.

სამართალდამცავებმა მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 3 დღის წინ დააკავეს და მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის თაღლითური გზით დაუფლების ბრალდება წაუყენეს.

Просмотров: 2133 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz