პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერში ფორმულირება კიდევ უფრო დაზუსტდება.
ეს გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის წევრის გია ცაგარეიშვილის შენიშვნის გათვალისწინებით მიიღო.
წარმოდგენილ საკონსტიტუციო პროექტში, რომელიც ოპოზიციასთან შეთანხმებით მომზადდა, ნათქვამია, რომ მთავრობა უფლებამოსილებას ან ახლადარჩეული პრეზიდენტის, ან ახლადარჩეული პარლამენტის წინაშე იხსნის.
როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, ასეთი ფორმულირება მთავრობას არჩევითობის საშუალებას მისცემს და არ გახდის ვალდებულს, უფლებომოსილება მოიხსნას ორივე შემთხვევაში.
|