ქვეყნის ბიუჯეტი იზრდება.
აგვისტოს მოვლენების შედეგად სერიოზულად დაზარალდა ეკონომიკა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, 2008 წლის ბიუჯეტი 325 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმა განაცხადა.
საქართველოს მთავრობის სხდომაზე 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ცვლილებების ვარიანტი განიხილეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლადო გურგენიძემ მადლიერება გამოხატა ამერიკის ხაზინისა და მთავრობის მიმართ მათ მიერ გაწეული მუშაობისათვის.
პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, დეტალები ბრიუსელში გაირკვევა.
შეგახსენებთ, 21-22 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილია დონორთა კონფერენცია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და დახმარების მიღებასთან დაკავშირებით არსებული პრობლელმები გაირკვევა.
რაც შეეხება კანონპროექტს, ის უკვე შეტანილია პარლამენტში დასამტკიცებლად.
|