ზუგდიდის რაიონში რუსმა სამშვიდობოებმა პროვოკაცის მოწყობა სცადეს.
სამშვიდობო ძალების სამხრეთის ზონის მეთაური პოლკოვნიკი ვლადიმერ როგოზინი სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიასთან მივიდა და უთხრა, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე რუსმა ჯარისკაცებმა ასამდე შეიარაღებული ქართველი სპეცნაზელი ნახეს.
როგოზინის განცხადებით აქ ქართველი სამხედროების ყოფნა იკრძალება. ვითარების გასარკვევად ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები და ევროკავშირის დამკვირვებლები სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების ბლოკ-პოსტთან მივიდნენ. არც ერთი ქართველი სპეცნაზელი როგოზინის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე არ აღმოჩნდა.
|