”სომალი საქართველოს სეპარატისტული რეპსუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებს,”- განაცხადა ოთხშაბათს სომალის ელჩმა რუსეთში
”სომალის მთავრობა ემზადება, რაც შეიძლება სწრაფად დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან,” - ამბობს მოჰამედ მაჰმუდ ჰანდული.
”ჩვენ გვჯერა, რომ აფხაზ და ოს ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ჩვენ ვიწონებთ რუსეთის როლს კავკასიის კრიზისის მოგვარებისას,” - აცხადებს ელჩი.
სანაცვლოდ სომალის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ რუსეთი მეკობრეებთან ბრძოლაში დაეხმარება.
სომალის ნაპირებისგან მოშორებით მნიშვნელოვანი სანაოსნო გზებია, ხოლო სუსტი ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მეკობრეობა ჰყვავის. პირატებმა არაერთხელ დააკავეს გემები თვით რუსეთის მოქალაქეებით. ამჟამად ისინი უკრაინულ გემ ”ფაინას” გამოსახსნელად ითხოვენ გამოსასყიდს, რომელიც ტანკებით და სხვა საომარი აღჭურვილობითაა დატვირთული. ხომალდზე რამდენიმე რუსი მეზღვაურიც იმყოფება.
ამ დღეებში, რუსეთის სამხედრო გემი სომალის ტერიტორიული წყლებისკენ გაემართა. ჰანდულეს თქმით, მთავრობა დაბრკოლებას არ შეუქმნის რუსეთის ხომალდს. ”ჩვენი ხელისუფლება ნებას რთავს რუსეთს ებრძოლოს მეკობრეებს, როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზე”.
|