“მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ეკა ბესელია ახალ სასამართლო რეფორმას, კერძოდ, სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსსა და მოსამართლეების უვადოდ დანიშნვის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
“ეს არის ხელისუფლების მომდევნო პიარ-აქცია და მეტი არაფერი. მთავარია პოლიტიკური ნება, გაათავისუფლონ სასამართლო კონტროლისაგან და დიქტატისგან, რის შემთხვევაშიც, თუმცა ასეთ შემთხვევაში თავად ხელისუფლებას პირველს მოუწევს, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, ამიტომ ეს ნება მოქმედი ხელისუფლების პირობებში არასოდეს იარსებებს”, განაცხადა ეკა ბესელიამ დღეს მოძრაობის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მისივე თქმით, “აღნიშნული პროექტი სინამდვილეში დიდი ხნის წინაა დაწერილი და საერთაშორისო სამართლის ბალანსს არღვევს”.
|