პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რუს პოლიტიკოსებს და თანამდებობის პირებს “თეორეტიკოსობისთვის თავის დანებებას” ურჩევს.
ასეთ რჩევას დავით ბაქრაძე იმ რუს პოლიტიკოსებს აძლევს, რომლებიც აშშ-ირანის ომის დაწყების შემთხვევაში საქართველოს პოლიგონად გამოყენების პერსპექტივაზე საუბრობენ.
ბაქრაძის თქმით, “ამერიკა-ირანის ომი ძალიან თეორიული პერსპექტივაა, ირანთან მიმართებაში კი თავად რუსეთს ჰმართებს საკუთარი პასუხისმგებლობის უკეთესად გააზრება და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა”.
”რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივად ბლოკავს ყველა გადაწყვეტილებას ირანთან დაკავშირებით და საერთაშორისო საზოგადოებას არ აძლებს ამმხრივ შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას, რაც კარგი იქნებოდა თვითონ რუსეთისთვის, ამერიკისთვის, მთელი რეგიონისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვი” - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.
|