ევროკავშირის დანმკვირვებლები უკვე საქართველოში არაიან. 22 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელმა პატრულირება დაიწყო. მისის მთავარი ოფისი ბაზალეთის ბაზაზე განთავსდა. დამკვირვებლების სრული მობილიზება 10 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს. სწორად ამ ვადაში უნდა გავიდეს რუსეთის შეიარაშებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. უკვე ცნობილია, რომ დამკვირვებლები კონფლიქტის ზონის გარეთ განთავსდებიან.
პირველივე დღე მონიტორინგის წევრებისათვის სირთულეებით დაიწყო. რუსეთი დამკვირვებლებს ახალგორის ტერიტორიიაზე არ უშვებდა. ( 6 პუნქტიანი შეთანხმების თანახმად , უნდა აღდგეს 6 აგვისტომდე არსებული მდგომარეობა. ახალგორი კი ომის შემდეგ დაიკავეს რუსებმა. ) ოკუპანტები არ თმობენ რამდენიმე უკანონო ბლოკ საგუშაგოსაც.
დღეს ევროგაერთიანების მონიტორინგის წევრები ე.წ. ბუფერულ ზონებში უკვე განლაგდნენ.
ევროკავშირის მისიის დამკვირვებელთა პირველი ნაკადი ოკუპირებულ ტერიტორიებთან 10 ოქტომბრამდე იმუშავებს.
ახალგორში ვიზიტის შედეგები დღეს ჟურნალისტებს პირადად ჰანსიორგ ჰაბერმა გააცნო. პრესკონფერენცია მუხრანში ჩატარდა. მიუხედვად იმისა, რომ სიძნეელეებს ელიან, ჰაბერი იმედოვნებს, რომ მისია წარმატებული იქნება. ევროკავშირის დამკვირვებლები უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლასაც შეეცდებიან.
''დღეს განვახორციელეთ პირველი პატრულირება ჩვენს დამკვირვებლებთან ერთად. ვიმყოფებოდით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელში. ჩვენ მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს, მათ შორის სამხრეთ ოსეთსაც. რუსებმა მოგვცეს საგუშაგოების დემონტაჟის გეგმა, მაგრამ არ უთქვამთ, როდის დაიწყებენ ამ პროცესს და სწორედ ამ საკითხზე ვაპირებთ მათთან მოლაპარაკებას. ჩვენ პოლიტიკურ დონეზე მივიღეთ დაპირება, რომ რუსი სამხედროები მოგვცემენ პატრულირების საშუალებას,'' - განაცხადა ჰაბერმა.
დამკვირვებლები კარალეთშიც შევიდნენ, სადაც რუს ოკუპანტებს უკანონო ბლოკ-პოსტი აქვთ გახსნილი. სოფელ კარალეთში ადგილობრივი მოსახლეობა გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. კარალეთელები ითხოვენ, რომ ევროპელებთან ერთად პატრულირება ქართველმა სამართალდამცავებმაც განახორციელონ.
|