საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოწვევით, საქართველოს ნატო-ს უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია ეწვია.
დელეგაცია უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მაიკლ ევანოფის ხელმძღვანელობით თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა.
დელეგაციის წევრებს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა.
შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ნატო-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივები და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.
ნატოს უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია შეხვედრებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის მინისტრებთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ალექსანდრე ლომაიასთანაც გამართავს.
|