დღეს მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ცხინვალში ჩავიდა და ადგილობრივი კრიმინალური რეჟიმის ხელმძღვანელს ედუარდ კოკოითს შეხვდა.
ლუჟკოვმა და კოკოითმა ალტერნატიული მაგისტრალის პროექტის თაობაზე ისაუბრეს.
ინფორმაციისთვის: რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა როკის გვირაბის ალტერნატიული სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის, რომელმაც რუსეთი ცხინვალს უნდა დააკავშიროს.
ლუჟკოვმა ისიც აღნიშნა, რომ ცხინვალის ჩრდილოეთით ე.წ. მოსკოვის მიკრორაიონი აშენდება და ამ მიზნით მოსკოვის ბიუჯეტმა 2,5 მილიარდი რუბლი გამოყო.
|