ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ოპოზიციური პარტიები აქტიურად მართვენ პარტიათაშორის კონსულტაციებს. მასში მონაწილეობას იღებენ, როგორც წამყვანი ოპოზიციური პარტიები, ისე ის პირები, რომლებმაც დატოვეს პოლიტიკური არენა და მასში დაბრუნების სურვილი აქვთ, კერძოდ, აქტიურად მონაწილეობს კონსულტაციებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნორაიდელი. ამის შესახებ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ოპოზიციურ პარტიებში წყაროებმა განუცხადეს.
მანამდე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა საკუთარ სურვილზე, დაარსოს პოლიტიკური პარტია. მან უკვე ჩაატარა შეხვედრები პარტიებთან ”ახალი მემარჯვენეები” და ”დემოკრატიული განვითარების ფონდი”. წყაროები არ გამორიცხავენ, რომ კონსულტაციების შედეგად შესაძლოა შეიქმნას არა მხოლოდ ახალი პარტიები, არამედ ახალი ალიანსები.
- ”მე ჯერ არ ვიცი, სად ვიქნები, ნათელია მხოლოდ ერთი რამ, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა ყველასთან, რათ გაირკვეს საერთო განწყობა და ინტერესები. ქვეყანა ამჟამად იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება”, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.
”დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის თქმით, კონსულტაციებს პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი მართავს.
- ”ეს კონსულტაციები გაგრძელდება, ეს ნორმალური პროცესია პოლიტიკურ ცხოვრებაში”, - მიაჩნია მას. მან ასევე დააზუსტა, რომ უკვე გამართა შეხვედრები რესპუბლიკური პაეტიის, ”ახალი მემარჯვენეების”, ”საქართველოს გზის” ლიდერებთან და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან ლევან გაჩეჩილაძესთან.
პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა საინტერესო იყო. ”ჩემთვის საინტერესოა იმ სიბინძურის გაგება, რაც ხელისუფლებაში ხდება. შესაბამისად, მე ყველანაირ შეხვედრას ვიყენებ მეტი ინფორმაციის მისაღებად”, - აღნიშნა მან.
|